ტვ იმედი აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრს GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით თითოეულ ამ ინსტიტუტს/ორგანიზაციას? რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა:
ყველაზე მაღალი ნდობა აქვს ჯარს – 89%. შემდეგ მოდის პოლიცია 69%-ით.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი ნდობა – 60%.
მთავრობისადმი – 55%.
პარლამენტს – 53% ენდობა.
ცესკო-ს რესპონდენტთა 52% ენდობა, პროკურატურას – 51%, სასამართლოს – 50%.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს – „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ენდობა გამოკითხულთა 31%, „სამართლიან არჩევნებს“ კი 23%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა და მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %
კომენტარები