ფოტო – მთავარი არხი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია.
“მთავარი ჭკვიანის” საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო.
გიგი უგულავამ გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, რომ ჯარიმა აქვს აქვს გადასახდელი 7 000 ლარის ოდენობით. საუბარია იმ ჯარიმაზე, რომლის გადახდაც მას დაეკისრა 14 ოქტომბერს აქციაზე მისვლისას, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო.
კომენტარები