საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის მიმართ დასმულმა შეკითხვამ, ხომ არ არის წინააღმდეგობა არსებულ კანონმდებლობასა და ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის მოქალაქეებს დაჯარიმებას შორის, ვიცე-პრემიერი გააღიზიანა. ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მედიაც და საზოგადოებაც ინტერესდებოდეს პირბადის ტარების წესის შესრულებით და არა რაიმე ხარვეზის ძებნით სხვადასხვა დადგენილებაში:
“იურიდიული მუხლების წიაღებში ნუ შევალთ, მაგრამ პირველი, ჩვენი მთავრობის დადგენილებით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის კანონის ფარგლებში დადგენილი გვაქვს პირბადეების რეგულაცია, გვაქვს სრული უფლება იმისა, რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები, რომელსაც დღეის მდგომარეობით იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა რადგანაც ჩვენ 1-ლი იანვრიდან ვაახლებთ ამ კანონის მოქმედებას, შესაბამისად, უკვე ამ კანონში გაიწერება ეს სანქციაც.
არავითარ კაზუსთან არ გვაქვს საქმე და მეორე კომენტარსაც ვიტყვი, მედიაც, ჩვენი მოქალაქეებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ყველა, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაინტერესებული არა მთავრობის დადგენილებაში ან კანონში ხარვეზების ძიებით, არამედ იმით, რომ პირბადე ატაროს უკლებლივ ყველა მოქალაქემ”
“ალია” შეგახსენებთ, რომ დაწესებული რეგულაციის აღსრულებისთვის ათი ათასობით ადამიანი ჰყავს რეზერვში სახელმწიფოს, შსს, თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინპექტირების სამსახური და ა.შ. მედიამ გამოაქვეყნა “შავ პარასკევს” რა ხდებოდა ქუჩებში და მაღაზიებში და არც ერთი ამ უწყებიან არავინ გაუშვიათ რეგულაციის შესახსენებლად ხალხთან. მედია მთელი ზაფხულის მანძილზე აქვეყნებდა მთავრობის წევრების მიერ რეგულაციებს დარღვევის ფაქტებს, მაგრამ არც ერთზე რეაგირება არ ყოფილა. მეტი რა გინდათ მედიამ რომ გააკეთოს, ქალბატონო მინისტრო? ხალხი დააჯარიმოს, თუ იარაღი აიღოს ხელში? მაშ, თქვენ რაღა საჭირო ხართ?
საგანგებო მდგომარეობას არ აცხადებთ, რადგან რეალური დახმარების გაწევა არ გინდათ ხალხისთვის, კომენდანტის საათს ვერ აცხადებთ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გადაადგილება შეზღუდეთ და კომენდანტის საათი დაარქვით, ახლა დადიხართ და ხალხს ისე აჯარიმებთ, ამის სამართლებრივი საფუძველი გაწერილი არ გაქვთ, ანუ, ხალხს რომელი კანონის საფუძველზე აჯარიმებთ, არ იცით და მედიის ბრალია?
ჯარიმები “პოსლეზე” – ჯერ გვაჯარიმებენ და კანონში მერე გაწერენ!
ხელფასსაც ასე “პოსლეზე” იღებთ თქვენ!
კომენტარები