წვევამდელების მიმართ, არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა.
როგორც გაირკვა, პირი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიებამ რამდენიმე თვის წინ დაკითხა კიდეც. არსებული ინფორმაციით, მან 1 თვის წინ, ამ გამოკითხვიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ, თავი თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
ჯარისკაცების მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელებს სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები