ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“მეომრებო!
ჯარისკაცებო! ვინც იბრძოდით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღვრიდით საკუთარ სისხლს, არ ზოგავდით საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას!
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად თქვენი მიმდინარე სტატუსისა-ყოფილი მეომრები არ არსებობენ!
თქვენ ხართ საქართველოს სიამაყე, ვისითაც ჩვენ ყველა ვამაყობთ!
თქვენ ხართ ის ძალა, ვისიც ჩვენ ყოველთვის გვეიმედება!
დღეს ჩვენ ყველა დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ქოცნება, იგივე კრემლის წარმომადგენლობა საქართველოში, უკვე ღიად დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უზენაეს ნებას და ღიად მიგვათრევს რუსეთში!
დღეს, რუსულმა ოცნებამ კვლავ აღმართა ხელი თავის მშვიდობიან მოქალაქეებზე, კვლავ დაწამლა და თვალები დათხარა დემონსტრანტებს!
მეომრებო!
დაუდექით ხალხს გვერდით!
ჩვენ გვეიმედებით!
ერთად დავამარცხოთ რუსეთი !
ძალა ერთობაშია
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები