თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის სისტემიდან ჯარისკაცების გადინებაზე აკეთებს კომენტარს და “ტვ იმედთან” ამბობს, რომ სტატისტიკა ჯარიდან გადინების შესახებ საგანგაშო არ არის და არაფერი განსაკუთრებული ხდება ქართულ ჯარში, თუმცა, მინისტრს არ უთქვამს, რასთან შედარებით, რომელი ქვეყნის ჯართან შედარებითაა უკეთესი სტატისტიკა, ან საერთოდ როგორია ეს სტატისტიკა.
„სამხედრო მოსამსახურე არის ზუსტად ის სეგმენტი, რომელზეც არის დიდი მოთხოვნა დღეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
ჯარისკაცი არის ახალგაზრდა, დისციპლინით აღსავსე და ასევე, ფიზიკურად მომზადებული პიროვნება.
თუმცა, ჩვენ შიდა კვლევაც ჩავატარეთ და მივაღწევთ იმ ნიშნულს, რომ ეს სრულიად გავაჩეროთ და პირიქით, გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა. ის ნაბიჯებიც, რაც ჩვენ უკვე გადავდგით და რასაც ვდგამთ, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ გავზარდოთ ჩვენი პირადი შემადგენლობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
“ალიას” მკითხველმა ზუსტად რომ აღიქვას, რას ნიშნავს, მინისტრის ნათქვამი, რომ ქართველი ჯარისკაცი ის სეგმენტია, რომელზედაც დიდი მოთხოვნაა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საბაზრო ეკონომიკის განმარტებას გთავაზობთ:
“საბაზრო ეკონომიკა — ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ინვესტიციებთან, წარმოებასთან და დისტრიბუციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მოთხოვნა-მიწოდების პრინციპიდან წამოსულ საფასო სიგნალებზე დაყრდნობით მიიღება. საბაზრო ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი არის რესურსების ბაზრის არსებობა, რომელიც საწარმოო რესურსებისა და კაპიტალის გადანაწილებაში მთავარ როლს თამაშობს.
კომენტარები