დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარეში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სააგენტო რესის ცნობით, 19-წლის ბიჭის ცხედარს სოფელ ითრაფისის ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში მიაგნეს.
ბიჭი კი მდინარე ფაწამ ჯავის რაიონში, სოფელ ყემელთაში გაიტაცა. დაკარგულ ბიჭს 60 მაშველი და 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები ეძებდა. მდინარეების მოულოდნელი ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია. ოსური სააგენტოები წერენ, რომ ბიჭი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა.
კომენტარები