ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“ჩვენთან პოპულარულია დასავლეთის გინება, უკრაინისთვის საჭირო რაოდენობის შეიარაღების არმიწოდების გამო.
ადრეც ვამბობდი, რომ დასავლეთი ომობს სხვანაირად, საჰაერო და საზღვაო დომინაციით და არტილერია დასავლურ დოქტრინაში არის დამხმარე საშუალება.
რუსეთ-უკრაინის ომი არის ორი ყოფილი საბჭოთა არმიის ომი, არტილერიის ომი. ამიტომაც, დასავლეთი იმდენ საარტილერიო ჭურვს ვერ მიაწვდის უკრაინას, რამდენიც მას სჭირდება.
თვით რუსეთსაც კი, რომელსაც სსრკ-დან მოყოლებული მილიონობით ტონა ჭურვი დარჩა და ყოველწლიურად მაგალითად 5-10-ჯერ მეტ 152 მმ-იან საარტილერიო ჭურვს აწარმოებდა, ვიდრე იგივე ამერიკა 155 მმ-იანს, სერიოზულად აქვს შემცირებული მარაგები და დაზოგვა უწევს.
მოკლედ, დასავლეთს ფიზიკურად არ აქვს მაგდენი და არც აწარმოებს. რა თქმა უნდა, პოტენციურად შეუძლია სამხედრო რელსებზე საწარმოების გადაყვანა და ბევრად მეტი ჭურვის გამოშვება, მაგრამ მშვიდობიანობის პერიოდში მაგის შანსი მიზერულია.
თუნდაც, ყბადაღებული ატაკამსების თემა: პოლიტიკური პრობლემა გვერდზე რომ გადავდოთ, ატაკამსები იმ რაოდენობით არ აქვს ამერიკას, ფრონტზე თვისობრივად შეცვალოს სიტუაცია.
რაც დასავლეთს ნამდვილად შეუძლია და აქამდე არ აკეთებდა, ესაა ჯავშანტექნიკის გადაცემა, რომლებიც ათასობით ჰყავთ.
ჯავშანტექნიკა (ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ტანკები) მკვეთრად გაზრდის უკრაინელთა საცეცხლე ძალასა და მანევრირების უნარს და ფრონტის ხაზის გარღვევის შანსებიც სერიოზულად გაიზრდება.
მოკლედ, 10 თვე ითრევდა ფეხს დასავლეთი და როგორც იქნა დღეს დაიწყო: საფრანგეთი გამოდის AMX-10-ს, ამერიკა – ბრედლებს, ხოლო გერმანია მარდერებს. ჯერ-ჯერობით, რამდენიმე ათეულზეა საუბარი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რაოდენობები გაიზრდება და იმედია დასავლური ტანკებიც დაემატება.
შემდეგი ნაბიჯია JDAM-ების გადაცემა და უკრაინულ საფრენ აპარატებზე ინტეგრირება. იმედია, ამასაც ვეღირსებით.
JDAM არის მოწყობილობა, რომელიც უმართავ საავიაციო ბომბს გარდაქმნის მართვად ბომბად და უკრაინელ პილოტებს შეეძლებათ ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 25 კილომეტრის სიღრმეში 250-500-1000 კილოიანი ბომბებით დაშალონ რუსული ეშელონირებული თავდაცვა.
მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, ჰაიმარსის რაკეტა M31-ს აქვს 100 კილოიანი საბრძოლო ქობინი და JDAM-ის საშუალებით, უკრაინას შეეძლება იგივე სიზუსტით ისროლოს 5-ჯერ, 10-ჯერ უფრო მძლავრი ბომბები, რომელიც ეცემა მეტრის სიზუსტით და ნებისმიერ გამაგრებულ ნაგებობასა და თავდაცვის ზოლს საძირკვლამდე დაშლის.
თან, განსხვავებით M31-ებისგან, რომელიც ლიმიტირებულად აქვთ და ბევრს ფიზიკურად ვერ აძლევენ, JDAM-ები შეუძლიათ მიაწოდონ პრაქტიკულად შეუზღუდავად.
ჰაიმარსებმა სიტუცია გადატეხა და რუსული შეტევა გააჩერა. დასავლურ ჯავშანტექნიკასა და JDAM-ებს ომის დამთავრება შეუძლია.”
კომენტარები