ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უარს ამბობს იმ მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც კორონავირუსზე არ აიცრნენ.
გამოცემა InStyle-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო.
„ჯერ კიდევ არსებობს ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ანტივაქსერები არიან ან უბრალოდ ფაქტების არ სჯერათ. ეს სირცხვილია. უკვე დავკარგე რამდენიმე ადამიანი, ვისაც თითქმის ყოველდღიურად ვხვდებოდი და ვინც ვაქცინაციაზე უარი თქვა ან ამის შესახებ ინფორმაციას მალავს. ჩემი აზრით, ადამიანის მორალური და პროფესიული ვალდებულებაა, გაავრცელო ინფორმაცია შენი სტატუსის შესახებ, ვინაიდან უკლებლივ ყველა ყოველდღიურად ვერ გავიტესტებით“, – აცხადებს ჯენიფერ ენისტონი.
კომენტარები