Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის აქციების ნაწილი 1,74 მილიარდ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გადახდის შემდეგ ბეზოსს მოგების სახით 1,3 მილიარდი დოლარი დარჩება. რა გახდა აქციების გაყიდვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
დღეისათვის ბეზოსის ქონება 125,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კომენტარები