დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება, რადგან შიდა გავრცელება დაიწყო 22 მარტს და შიდა გავრცელებიდან 7-8 კვირაა სახიფათო –
„ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული. ამიტომ ყველა უნდა მოვეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“,- განაცხადა პირველ არხთან ამირან გემყრელიძემ.
“ალია” – გუშინ, ექიმმა ლევან რატიანმა თქვა, რომ ახლა გვაქვს პიკი.
გვეუბნებოდნენ, რომ 26 თებერვლიდან 6 კვირის მერე იქნებოდა იქნებოდა პიკი.
ახლა გვეუბნებიან, რომ ეს არ არის პიკი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს პიკური პერიოდი.
ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ამირან გამყრელიძე, როდის დაფიქსირდა პირველად შიდა გადაცემა ქვეყანაში – 22-23 მარტს.
და 22 მარტიდან მაქსიმუმ 8 კვირა უნდა ვიყოთ ყველანი ძალიან ფრთხილად!
საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა!
კომენტარები