ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 81 წლის ქალი დაიღუპა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა, შემთხვევა კი, დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა.
ფაქტი დაადასტურეს ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურში.
„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა”, – განაცხადა სანიტარული დასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, შოთა თოდაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”
ფოტო – თემატური
კომენტარები