ოზურგეთი-თბილისის მარშრუტით მოძრავ მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა სოფელ აგარასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა. მგზავრებმა მატარებლის დატოვება შეძლეს, თუმცა, ვერ მოხერხდა მათი კუთვნილი ნივთების გადარჩენა.
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ დააბრუნებს ბილეთის საფასურს, და გადაიყვანს მგზავრებს ალტერნატიული ტრანსპორტით, თუმცა, რკინიგზა არ წერს, როგორ აპირებს და აპირებს, თუ არა, მათ ნივთების საფასური აუნაზღაუროს, ან მორალური კომპენსაცია გადაუხადოს, ან ის დრო აუნაზღაუროს ფინანსურად, რაც მგზავრებმა დაკარგეს.
„გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.“ – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
კომენტარები