ჟურნალისტი, პედაგოგი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნებისმიერი ბიზნესი უნდა გადარჩეს, მაგრამ დეველოპერებს არ ჩავუჯიბავდი ასე იოლად. ჯერ ხო დააცემენტეს მთელი თბილისი და დაათავკომბალეს, ახლა ბიუჯეტს უნდა მისდგნენ?
დედაქალაქის ნაცვლად ინფრასტრუქტურა სოფლად რომ განვითარდეს? პირველად წარმოებაზე დაბრუნებადი გრანტები რომ გაიცეს?
პ.ს. სამშენებლო კომპანიებს თუ მიეცემათ მხარდაჭერა, კეთილი ინებეთ და სიმბოლური პროცენტით დააბრუნებინეთ ბიუჯეტში! მე და ჩემნაირები ვავსებთ ბიუჯეტს და ვერანაირად ვხედავ იმის აუცილებლობას, ხელი შევუწყო 50/50-ზე დედაქალაქისა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის გადანაწილებას!
პ.პ.ს. აგრობარათების დარიგება სრულიად აფექტური უქნება, სჯობდა ტექნიკის თანადაფინანსებაზე გახარჯულიყო ეგ ფული…”
კომენტარები