ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კერძო ჩარტერული რეისი თბილისი–ნიუ–იორკი რა ჯდება ვინ იცით? ღარიბაშვილის პიარი ამბობს, კი, იყო აშშ–ში, შვილი ჩააცილა უნივერსიტეტში, ოღონდ ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯულაო, კერძო ჩარტერული რეისით იყოო. ამ წლის დეკლარაციას დაელოდეთო და გაიგებთო, ოღონდ ვერ დაველოდები. ჯერ ის 89 000 დოლარი რომ ექნებათ საჩუქებელი მამას და სიმამრს დეკლარაციისთვის, ერთი წელი რომ ჯდება პენსილვანიის უნივერსიტეტში, მაგის დარდით აღარ ვარ და ახლა ჩარტერული რეისის ფულიც იმათ უნდა აჩუქონ ნეტა?“
შეგახსენებთ, ღარიბაშვილის პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა პრემიერის აშშ-ში მოგზაურობის შესახებ დაწერა:
„ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.
კომენტარები