ირაკლი კობახიძის განცხადებას ერეკლე მეორის ძეგლის დადგმასთან დაკავშკრებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
,,ჯერ ხომ დავით გარეჯის თემით სპეკულირებდნენ (და იგივე ალიევთან შეხვედრებზე ვნახეთ, რომ ეს თემა არც კი უხსენებიათ) რუსქოცები.
ახლა ერეკლეს სახელს გადასწვდნენ.
მაგრამ ეს სპეკულაცია არ გამოვა რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:
✅ ერეკლეს მიმართ ჩვენი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, იგი ფეოდალი იყო და თანამედროვე საქართველო ვერანაირად ვერ იქნება მაშინდელი ქართლ-კახეთის სამეფოს სამართალმემკვიდრე (ოფიციალურადაც, ჩვენ ვართ 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე);
✅ ერეკლეს, ქოცებისგან განსხვავებით, ქვეყანა რუსებისთვის არ ჩაუბარებია (ერეკლეს სიკვდილის შემდეგ მისი შვილი ავიდა ტახტზე). არც “რუსები არ გავაღიზიანოთ” უძახია;
✅ თუ ერეკლეს საკითხის წამოწევით შემდეგ ეტაპზე “გეორგევსკის” თემის გაცოცხლება სურთ, საერთოდ პირიქით შემოუბრუნდებათ – რუსების მიერ პირობის გატეხვისა და ჩვენს მიმართ ღალატის ისტორია “გეორგევსკის ტრაქტატის” პირობების დარღვევით (ტოტლებენის მიერ ასპინძის ბრძოლაში ერეკლეს მარტო დატოვება, აღა-მახმად ხანის მიერ თბილისის აოხრებაზე რუსების ფაქტიური თანხმობა და ა.შ.) დაიწყო. ანუ ვერც თუ ისე “წარმატებული ქეისია” ქოც-რუსეთუმეების ნარატივისთვის;
✅ ერეკლე ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე სულ ომში იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, მისთვის ვინმეს რომ გაებედა “აბა, ომი გინდაო?!”, რას უზავდა მაშინდელ რუსქოცებს?
ხოდა, რავიცი, თუ ისტორია ოდნავ მაინც იციან რუსქოცებში, ვფიქრობ, რომ ახალი სპეკულაციების დაწყებისას ტყუილად ირჯებიან. მაგ ამბავიდან მათთის სასარგებლო არაფერი გამოვა.
მგონია, რომ სასპეკულაციო თემა მთლად “წარმატებულად” ვერ შეარჩიეს.”
კომენტარები