საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,უკვე კარგა ხანია, რაც შიზოფრენიული ხასიათი მიიღო ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ რუსეთის თემით ჟონგლიორობამ, რომლის მიხედვითაც:
მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტია, რადგან ივანოვმა მოიყვანა ხელისუფლებაში და ბიძა კგბ-ს გენერალი ჰყავს;
,, ენკაც ” რუსეთის ინტერესებს ახორციელებს, რადგან პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ჯილდო გადასცა;
ბიძინა ივანიშვილიც რუსი ოლიგარქია, რადგან რუსეთში იშოვა ფული;
გიორგი გახარიაც რუსეთის კაცია, რადგან ლომონოსოვი დაამთავრა;
ლაკა ხოშტარიაც რუსეთის აგენტია, რადგან მანაც იქ დაამთავრა;
ნათელაშვილი პროკურატურის პარტკომი იყო;
ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთში აქვს ბიზნესი;
ვაშაძე 2010 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო;
და ა.შ. და ამგვარები.
ანუ, ადამიანს ვერ იპოვი ამ მრავალტანჯულ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სპექტრში, ვისაც მოწინააღმდეგე რუსეთის აგენტს არ ეძახის.
რუსეთი, ქოცები, კოვიდი, ვაქცინა-იძახის ოპოზიცია.
რუსეთი, ნაცები, კოვიდი, ვაქცინა-პასუხობს ხელისუფლება.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯერ ხომ ერთმანეთს ეძახიან რუსეთის აგენტებს და ახლა ვარლამ გოლეთიანის გაშავება გადაწყვიტეს, ჰარიქა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დახმარება შესთავაზაო.
უნდათ, რომ ეს სახალხო პროტესტი ამ ან-ან-ისტურ, შიზოფრენიულ დიქოტომიაში ჩააკვეხონ და ვერ აკვეხებენ-არ ეტევა.
რაღა მითიური სიზიფეს ტანჯვა და რაღა ესენი, გასავათდა ხალხი.”
კომენტარები