პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა:
“სააკაშვილი საერთოდ გადაირია. თერთმეტჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩამოდის საქართველოში. ხან ღრუბელ-ღრუბელ ხან ზღვით და ხან ხმელეთით. თურმე მან შექმნა ქართველი ერი, მან მოიტანა საქართველოში კულტურა და ამავე დროს უგვანო სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს და საერთოდ, კიდევ კარგი ის ლაპარაკი გამოქვეყნდა სადაც ამის თაობაზე ჩვენ დავინახეთ. ან მეუღლის დაყენება ჯერ კანდიდატად, ახლა დედის დაყენება კანდიდატად, რაღაც მანია აქვს გრანდიოზო ამ კაცს, შეპყრობილია ეს ადამიანი, გაიგეთ ყველამ და იქნებ თავის მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნის ინტერესებით და რეგიონს ინტერსებით და არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.
ჰგონია რომ სანქციებს დაადებენ და მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე ინტენსიურად ჩართული. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ.
ქვეყანა არ არის კარგ მდგომარეობაში იმდენად, რომ ეს არის ის რეალობა რასაც ვუყურებთ. ეს არის ტელევიზია ალტერნატიული, სადაც უნდა მივიდეთ. ამაზე დავფიქრდეთ და ამაზე ვილაპარაკოთ. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა რომ სამშვიდობოს გაიყვანოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ჩვენ ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით, უამრავი დარჩა, პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები არიან მოგროვილი ამის გარშემო გინდა უბედურების, გინდა ოჯახების უბედურების გარშემო“
კომენტარები