გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონის “ახალი ქვეშტამი BA.5 გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ, ინფიცირების მატება ახალ შტამს უკავშირდება, თუმცა 1 კვირის მონაცემებს საგანგაშოდ არ თვლის.
„ეს, რა თქმა უნდა, არ არის საგანგაშო მატება. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სერიოზული მეშვიდე ტალღის ნიშნებს. ამის გათვალისწინება აუცილებელი იყო, რომ ზაფხულის სეზონი იქნებოდა კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი. ვინაიდან ზაფხული ეს არის უფრო მეტი მობილობა, უფრო მეტი კონტაქტი და მეტი შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული და არ გადაუტანიათ კორონავირუსი. ამ ფონზე კორონავირუსის „ომიკრონის“ მუტაციის გავრცელების რისკი მატულობს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, როგორც კოვიდგადატანილ, ისე აცრილ პირებს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი მაქსიმუმ 6 თვის მანძილზე აქვთ და ამიტომ დამატებითი დოზების გაკეთება ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ყველა ის ადამიანი, რომელმაც წლის დასაწყისში გადაიტანა „ომიკრონი“, მათში წინააღმდეგობის გაწევის უნარი უკვე 6 თვის შემდეგ გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო კორონავირუსის გადატანიდან პირველი, მეორე, მესამე, თვის განმავლობაში. მცირდება ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი. ივლისის და აგვისტოს განმავლობაში საქართველოში, ადამიანების იმ აბსოლუტურ რაოდენობას, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, მინიმალური დაცვა ექნებათ რეინფიცირების წინააღმდეგ. იმ ადამიანებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია 2 დოზა ან 2 პლუს ერთი ბუსტერის სახით, მათთვისაც უკვე იმუნიტეტი აღარ იქნება ისეთი ქმედითი, როგორიც იყო მარტისა და აპრილის განმავლობაში“,
კომენტარები