ფოტო: “რადიო თავისუფლება”
რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსები ყვარელში, რომელსაც ყვარლის ბიუჯეტი აფინანსებს. განცხადება რომლითაც “ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი“ რუსულის შესწავლის მსურველებს იწვევდა, სოციალურ ქსელში აღარ დევს.
მიზეზი არა პოსტის ქვეშ გამოთქმული პროტესტი, არამედ როგორც ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ისაა რომ ჯგუფი უკვე შეივსო.
ყვარლის “ევროკლუბის” ხელმძღვანელი ამბობს რომ ბიუჯეტიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ენის შემსწავლელი კურსის დაფინანსება დაუშვებელია და სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
“ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ეს ძალიან აღმაშფოთებელია – როცა ქვეყანაში ვხედავთ რუსული გავლენების გაძლიერებას რატომ უნდა ფინანსდებოდეს ჩემი, როგორც გადასახადების გადამხდელის ჯიბიდან რუსული ენის კურსები, როცა საზოგადოების დაკვეთა არის სულ სხვა. ვინ მიდი დღეს რუსეთში სასწავლებლად – თუ ახალგაზრდების მხარდაჭერა უნდათ მაშინ ასწავლონ ევროპული ენები”,- ამბობს ნიკა გურინი ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი.
კომენტარები