თემურ ქეცბაია ჟურნალისტებთან დაპირისპირებას არც კვიპროსში ერიდება. ქვეყნის პირველობაზე „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი, ბოლო ტურში „ოლიმპიაკოსთან“ მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივ ჟურნალისტს დაუპირისპირდა.
პრესკონფერენციის დროს, ქეცბაიას ჟურნალისტი კითხვას უსვამდა, რა დროსაც ქართველმა მწვრთნელმა შეაწყვეტინა და მის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა:
„თქვენ დიდი გზა გაიარეთ…“ – დაიწყო ჟურნალისტმა, რა დროსაც საუბარში ქეცბაია ჩაერთო: „არა, ჩვენ გავიარეთ, არამედ გავდივართ! ჯიბიდან ხელი ამოიღე როცა საუბრობ. მე ვზივარ და გისმენ, შენ კი ხელი ჯიბეში გაქვს ჩაყოფილი“ – უთხრა ჟურნალისტს ქეცბაიამ.
კომენტარები