ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე “ოცნებას” ახალი ბრალდებები აქვს. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ თაღლითური სქემის უკან ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია დგას.
“ვფიქრობდი, ეს გახარიები რამ გადარია-მეთქი? ბატონო გახარია შს მინისტრი იყო მაგ ბუმის დროს და მერე პრემიერ-მინისტრი და შეიძლება რაღაც, არ ვიცი, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ეს ჯიგარი, ჭიჭე ოფშორი აგერ გვაყვს თურმე საქართველოში, პირდაპირ მიქირავებული აქვს და მერე თქვა, რომ მეო არ ვიცნობდიო. შენ რომელი გგონია უფრო კომპეტენტური, ბოტკოველი, მანჯგალაძე, შენ პირადად, დაუშვილლს მივმართავ, ხაბეს არ ვეხები, ხაბე დიდია და სხვა ლეველზეა გასული, მაინტერესებს, რომელი ხართ უფრო კომპეტენტური?, დავაცადოთ იმ ხალხს გამოძიება, – უთხრა ზარქუამ დაუშვილს.
შეგახსენებთ, ოცნებამ, რომელიც მუდმივად ქოლ–ცენტრების საქმეზე საუბრობს, ქოლ–ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდო. რა არის ამ საქმეში ისეთი, რომ გამოძიების ეშინია ოცნებას, ამ თემაზე პარტიის ლიდერები არ საუბრობენ და მხოლოდ სხვისკენ ხელის გაშვერით შემოიფარგლებიან.
“ოცნებამ” ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდო
კომენტარები