ეს ქვეყანა რემონტს აღარ ექვემდებარება, – ამის შესახებ bm.ge-თან ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა.
„ჩვენები ხშირად ყველაზე რთულ თემას ირჩევენ და ამბობენ, რომ არ გვაქვს ინვესტიციები, ბუნებრივი წიაღისეულის, სიმდიდრის მქონე ქვეყანა არ ვართ და ა.შ. განვითარების გზას კი არ ეძებენ, არამედ ეძებენ განუვითარებლობის მიზეზებს, ამაზე იხარჯება უდიდესი დრო. ეს დრო რომ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას და ბიუროკრატიის შემცირებას მოხმარდეს, უკეთესი იქნება. ბიუროკრატია იმის ბრალი კი არ არის, რომ სტრუქტურაა ცუდი, არამედ იმის, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები არიან უცოდინრები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ.
ასეთი ფორმულა არსებობს, როდესაც რაღაც კარგად არ მიდის, ან სტრუქტურის ბრალია, ან ადამიანის. ანუ ან განათლების სისტემა არ ვარგა, ან ადამიანები. ჩვენთან ნახევარ რეფორმებს ატარებენ, „არემონტებენ“ ეკონომიკას. აი სახელოსნოში მანქანას რომ მიიყვან და ეტყვი გამირემონტეო და ის გიპასუხებს – „ჯიგარო, ეს აღარ გარემონტდებაო“ – აი ზუსტად ეგეთი სიტუაცია გვაქვს. ეს ქვეყანა რემონტს აღარ ექვემდებარება. საჭიროა ცივილური გარდაქმნები. არ ვიცი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე რა არის, მაგრამ უნდა იყოს განათლებული, ჭკვიანი, დისციპლინირებული ადამიანები. ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ადამიანის ტვინი“
კომენტარები