ჰოლივუდის ცნობილმა სახემ, ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული NFT ნამუშევარი იყიდა.
მსახიობისთვის ეს პირველი NFT შენაძენია, რომელიც რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის The Wild Within–ის სერიიდან 20 ETH (39,535$)–ად იყიდა.
“ეს მაშეშებს. გმადლობთ @ryankoopmans ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი ხელახალი გამოგონების ნაზად აღბეჭდვისთვის. ეს ჩემი პირველი NFT–ია”–წერს ჯიმ ქერი Twitter-ზე.
Devotion- “ერთგულება” ეს არის არის ნაწყვეტი რაიან კუპმანსის და ალის ვექსელის პროექტიდან The Wild Within, რომელსაც ახალი სიცოცხლე შემოაქვს წარსული საბჭოთა ეპოქის მიტოვებულ შენობებში.
რაიან კუპმანსმა საქართველოში სტუმრობისას შეისწავლა ნანგრევები და გადაიღო სივრცეები. დაბრუნების შემდეგ კი ალის ვექსელთან თანამშრომლობით, ფოტოები ციფრულ ნამუშევრებად აქცია და მცენარეებით გააცოცხლა. შედეგად მიიღო სიურეალისტური შეჯახება წარსულსა და მომავალს შორის, ისევე როგორც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის. პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია გადაღებული, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე.
პლატფორმა superrare.com, სადაც NFT ნამუშევრები არის განთავსებული, წერს, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ქალაქი წყალტუბო იყო პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. 1940-1980-იან წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის სტალინი და მისი მაღალჩინოსნები მოსკოვიდან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, შენობები გაუკაცრიელდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან შენობები ნელ-ნელა იშლებოდა და ოდესღაც გრანდიოზული კლასიკური სტრუქტურები ცარიელდებოდა.
წყარო: ბიზნეს– პარტნიორი.
კომენტარები