არქიმ საახალწლოდ არქელებს გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა – 15 იანვარს სპორტის სასახლეში, სპეციალურად არქელებისთვის ლეგენდარული ჯიფსი კინგსის სოლისტის კონცერტი გამართა.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. 7000-მდე არქელმა ერთად აღნიშნა ძველით ახალი წელი და დაუვიწყარი დრო გაატარა ჯიფსი კინგსის ყველასთვის საყვარელი ჰიტების ფონზე.
„არქი ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ამ ეტაპზე 30 000-მდე წევრს აერთიანებს. კომპანიაში ყოველთვის ვზრუნავთ, რომ არქელები ერთმანეთს გავაცნოთ, სასიამოვნო გარემო შევუქმნათ და ერთად პოზიტიური მოგონებები დავაგროვოთ. სწორედ ამიტომ, საახალწლოდ გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სიურპრიზის მოწყობა და სპეციალურად არქელებისთვის ჩამოვიყვანეთ ჯიფსი კინგსის სოლისტი Manolo the voice of the Gypsies. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მაცხოვრებლებზე ზრუნვას და არქელებს მომავალშიც უამრავი სიურპრიზი ელოდებათ,“ – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
„ჩვენი კონცერტის მთავარი მიზანი საახალწლოდ არქის დიდი ოჯახის გახარება იყო, თუმცა ამას გარდა, კონცერტი საქველმოქმედო მიზანსაც ემსახურებოდა. ბილეთები არქელებს სიმბოლურ ფასად გადაეცათ და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბერი ანდრიას ფონდში. ჩვენი არქელები ყოველთვის დიდი სიხარულით მონაწილეობენ კომპანიის საქველმოქმედო აქტივობებში და ამჯერადაც ერთობლივი ძალისხმევით დავეხმარებით ბერი ანდრიას ფონდს, რომელიც ძალიან დიდ და კეთილ საქმეს აკეთებს ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისთვის“, – აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
ეს არქის მიერ მოწყობილი პირველი ღონისძიება არ ყოფილა. სპეციალურად არქელებისთვის ჩატარებული ღონისძიებებიდან მასშტაბურობით გამოირჩეოდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული სუხიშვილების კოცნერტი. ასევე, ივნისში მცხეთაში დათო გომართელისა და შვიდკაცას კონცერტი გაიმართა, ხოლო სექტემბერში კლუბ „ანდერვილში“ გამართულ ღონისძიებაზე არქელებისთვის ლელა წურწუმიამ და ბენდმა იმღერეს. არქი საახალწლოდ ყოველთვის ზრუნავს მაცხოვრებლების განწყობაზე – არქელებს პირადად გადაეცათ საახალწლო საჩუქრები, საზეიმოდ მოირთო ყველა კომპლექსის ეზო, რომლებშიც საახალწლო ღონისძიებებიც
გაიმართა.
კომენტარები