ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, განთიადის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 0,7 კმ- ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი. ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით ახალ ქსელზე ევრო სტანდარტის ინფრასტრუქტურას დაამონტაჟებენ.
წყალსადენის ქსელზე სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება, შედეგად, განთიადისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის სხვადასხვა რაიონში აქტიურად აგრძელებს მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.
კომენტარები