შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში, მიხაილოვსკაიას მოედანზე გადაადგილდება. ვიდეოში ისმის საჰაერო განგაშის ხმაც.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.
კომენტარები