თურქულ გაზეთ “მილიეთში” («Milliyet») სტატია სათაურით “ჯო ბაიდენი – ვლადიმირ პუტინს: “შენ უსულო ხარ“ დაიბეჭდა, რომელიც რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების – ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამომავლო ურთიერთობებს ეხება (ავტორი – გიუნერი ჯიავორლუ).
პუბლიკაცია მცირედ შემოკლებული სახით:
“იდგა 2011 წელი …
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კრემლში ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, ოფიციალური ხანგრძლივი და პოლემიკური მოლაპარაკება გამართა.ასევე დაგაინტერესებთ
შემდეგ მათ შორის პირისპირ შეხვედრა შედგა, ვლადიმირ პუტინის პირად კაბინეტში, ოფიციალური დელეგაციების წევრთა გარეშე.
სწორედ მაშინ უთხრა ჯოზეფ ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს – “ბატონო პრემიერ-მინისტრო, გიყურებთ თვალებში და ვფიქრობ, რომ თქვენ სული არ გაქვთ“.
ვლადიმირ პუტინს გაეცინა, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებზე არც წყენა გამოუხატავს, არც გაბრაზებულა და უპასუხა: ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ“.
ამის შესახებ ჯოზეფ ბაიდენმა თავის მემუარებში დაწერა.
ეს დიალოგი 2014 წლის 21 ივლისს ჯერ ამერიკულმა გაზეთმა “ნიუ იორკერმა”, შემდეგ კი ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო “როიტერმაც“ გამოაქვეყნა. სტატიის სათაური ასეთი იყო: “აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს სული არ აქვს“. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო: ჯო ბაიდენმა პუტინთან 2011 წელს გამართული შეხვედრა გაიხსენა, როცა იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი მაშორებდაო…“
ეს ვიზიტი კარგად ახსოვს მოსკოვში აშშ-ის ყოფილ ელჩს მაიკლ მაკფოლს. იგი ამბობს, რომ ოფიციალური შეხვედრის დროს ორმა სახელმწიფო მოღვაწემ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინის პრობლემების შესახებ იდავესო.
ამას წინათ გაზეთმა “ნიუ-იორკ თაიმსმა” გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, სათაურით: “ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინის პრემიერ-მინისტრობის შემდეგ შეცვლილ მსოფლიოში: იგი უფრო კონფრონტაციულად განწყობილი რუსეთის წინაშე იქნება“.
აი, რას წერს ამერიკის მთავარი გაზეთი:
15 დეკემბრამდე რუსეთის ლიდერი არ აღიარებდა, რომ ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ იმავდროულად კრემლის მომხრე მასმედია რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა – “დონალდ ტრამპის განცხადებები არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ უსაფუძვლოაო“. ბოლოს კი, სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს მისალოცი მიმართვა გაუგზავნა და აღნიშნა, – მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვისო.
- და მაინც ვლადიმირ პუტინი ჯო ბაიდენის არჩევით უკმაყოფილოა.
ჯო ბაიდენი სულ სხვა პუტინს ხედავს და არა იმას, რომელსაც იგი იცნობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტობის დროს. დღეს ვლადიმირ პუტინი უფრო გაბედული რუსი ლიდერია, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზეა და ამერიკელებს გამოწვევებს უგზავნის.
ბარაკ ობამა აგდებით ეკიდებოდა რუსებს და მის ქვეყანას “რეგიონულ სახელმწიფოს“ უწოდებდა.
მაგრამ…
მსოფლიო მთლიანად შეიცვალა, დღეს ჯო ბაიდენსა და მის გუნდს სხვაგვარად ფიქრი მოუწევთ.
რუსეთის საკითხების ექსპერტები თვლიან, რომ “ჯო ბაიდენმა ორმხრივი პოლიტიკა უნდა გაატაროს – უნდა ეცადოს კრემლი კონტროლქვეშ ჰყავდეს და იმავდროულად რუსეთთან ერთად იმუშაოს საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად“.
მაგალითად, შემტევი ირაღის შემცირების მესამე ეტაპზე, რომლის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის ატომური არსენალი 1150 საბრძოლო მუხტამდე (ბომბამდე) უნდა შემცირდეს. ამ ხელშეკრულების ვადა 5 თებერვალს იწურება.
ჯო ბაიდენმაც და ვლადიმირ პუტინმაც ხელშეკრულების ვადების გაგრძელებაზე თანხმობა გამოხატეს. გამოდის, რომ აქ რაიმე სირთულე არ არსებობს.
ანდა ავიღოთ კლიმატის ცვლილების პრობლემა: ამ საკითხშიც ამერიკას და რუსეთს ერთობლივად მუშაობა შეუძლიათ. ჯო ბაიდენს სპეციალურ წარმომადგენლად კლიმატის ცვლილების საკითხში ჯონ ქერი ჰყავს – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
მაგრამ ირანის ბირთვული გარიგების საკითხის “გამოცოცხლებაში“ ამერიკას რუსეთთან რთული მოლაპარაკება მოუწევს, რადგან 2015 წელს მის დადებაში რუსეთიც მონაწილეობდა – სწორედ მოსკოვმა მიიღო ათასობით ტონა “გამდიდრებული ურანი“ ირანიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ძალზე რთულ დოსიეს წარმოადგენს.
აშშ-ის სენატის შეიარაღების საკითხების კომიტეტის წევრი ჯეკ რიდი “ვლადიმირ პუტინის სამ ძირითად მიზანზე“ ლაპარაკობს:
- პირველი – საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება;
- მეორე – გავლენის სფეროს აღდგენა რუსეთის ირგვლივ;
- მესამე – დაუბრუნოს რუსეთს დიდი და ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი
ჯო ბაიდენს, “ვლადიმირ პუტინის მოსათოკად“, ამერიკის უცხოელი მოკავშირეების დახმარება დაჭირდება.
სხვაგვარად რომ ვთქვათ…
ნატოს ვარსკვლავი გაბრწყინდება.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს კბილებს უკრეჭს: “დანიშნულია სპეციალური მრჩეველი დონალდ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების საწყისი მიზეზების გამოსაკვლევად“.
ამბობენ, რომ ჯოზეფ ბაიდენი “ემოციური“ პოლიტიკოსია. კიდევ იმასაც ლაპარაკობენ – შეიძლება შურისძიების გრძნობამ სძლიოს და ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა გააფუჭოსო. ვნახოთ“.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები