არაოფიციალურად, ჯო ბაიდენი აშშ-ს ახალი არჩეული პრეზიდენტია.ბაიდენის ცხოვრება ტრაგიკული მოვლენებითაა სავსე.
1972 წელს სენატორად არჩევიდან რამდენიმე კვირაში, ახალგაზრდა ბაიდენს თავს უბედური შემთხვევა დაატყდა. საშობაო საჩუქრებზე წასული მეუღლე ნეილია და 13 თვის ნაომი ავტოკატასტროფაში დაეღუპა.
მისი ორივე ვაჟი, ჰანტერი და ბო კი საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს.
ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო. თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.
2015 წელს კი ბაიდენის მეორე შვილი, ბო ბაიდენი ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები