ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი:
,,ახლა ხომ ყველა დარწმუნდით, რომ ამ ფასიანი მპოსტავების გარეწრობას საზღვარი არა აქვს. დაუკვეთე, კარგად გადაუხადე და ნებისმიერს ათრევენ, ცამდე მართალ ხალხს ყველაფერს აკადრებენ. აი, ეს ნამუსგარეცხილთა ნახირი, ჟურნალისტებს გვეძახიან ყველაფრის მკადრებელ ხალხს. ჯერ ერთი, კარგი და ცუდი ყველა პროფესიაშია. მეორეც, ესენი ცილისმწმებელ ჟურნალისტებს რითი სჯობიან ? არც არაფრით. ორივე ერთი ნაგავია, ნახირი– ფულს და კომფორტს გამოკიდებული ხალხი, რომლებიც უკადრისს კადრულობენ. ის ჟურნალისტები არ იმალებიან მაინც და მთელმა ქვეყანამ იცის ვინ არიან და ეს ნაბიჭვრები, ბევრნი, ფეიკ–პროფილებს ამოფარებულნი, მზად არიან, ნებისმიერ ადამიანს დაუნგრიონ ცხოვრება. იმის ტრაკიც არა აქვთ, რომ გამოჩნდნენ. 33 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და რაც ამათ ამ დღეებში ქნეს, ეგეთ რამეს გულში როგორ გავივლებ? რა ვიცი, რაც მე გაჭირვება მინახავს და არავის მონა არ გავმხდარვარ. ამათ ჟურანლისტებზე ხმა არა აქვთ ამოსაღები. ყველაზე უარესი ჟურნალისტი ცოტათი მაინც სჯობია ამათ. ახლა დგანან ეს ჩათლახები და შლიან იმ პოსტებს, რომლებითაც დავით ჯელაძეს გადაუარეს. ჯოჯოხეთგამოვლილი და ძლივს გადარჩენილი კაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს და ახლა ვითომც არაფერი.”
კომენტარები