როინ შავაძის მეუღლის პირველი კომენტარი გამოცხადებული ვერდიქტის შემდეგ – ციცინო შავაძე მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენით კმაყოფილია, თუმცა “პირველებს” ეუბნება, რომ “ჯოხი მხოლოდ რიგითებზე არ უნდა გადატყდეს”.
ციცინო შავაძე თქმით, ციხეში ყველა ის პირი უნდა წავიდეს, ვინც ამ საქმეს წლების განმავლობაში აყალბებდა.
მე პოზიცია არ შემიცვლია! მინდა, ყველა დამნაშავე, ვინც ხელი დააფარა, ვისაც ეს საქმე ეხებოდა, ყველას დასჯას მოვითხოვ.
ვთხოვ ყველას, ეს საქმე არ გადატყდეს რიგითებზე და იყოს დამკვეთი და გამოძიოებისთვის ხელისშემშლელი დასჯილი – ყველამ თანაბარი პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე – ვინც დამალა, ვისაც ხელთ ქონდა, შეხება ჰქონდა ამ საქმესთან.
იმედი მაქვს, რომ დამკვეთიდან დაიწყება ყველაფერი და აქ არ შეჩერდება ყველაფერი”- ამბობს გარდაცვლილის ცოლი.
როინ შავაძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი რამდენიმე სააათის წინ გამოცხადდა. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის განზრახ მკვლელობასა და მისი უკანონო დაკავებისთვის დამნაშავეებად ცნეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი ალი ბალაძე და ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე. ორივე მათგანს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოქმედი ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს. მათ შორის საუბარია რესან კონცელიძეზე “ოცნების” დეპუტატზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამ საქმეს იძიებდა, ოჯახი კი მას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ამხელდა.
ალი ბალაძის ოჯახის წევრების თქმით, მას შემდეგ რაც კონცელიძე “ოცნებაში” გადაპორტირდა ახლა ის ხელშეუხებელია.
ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე 2 ადამიანი დამნაშავედ ცნეს, მათ 12-12 წელი მიესაჯათ
კომენტარები