დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ყოფილი თანაშემწე ამტკიცებს, რომ მოისმინა, როგორ თქვა ბორის ჯონსონმა, ერჩივნა ენახა “კოშკებად შეგროვებული გვამები”, ვიდრე COVID19-ის გამო ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაეკეტა.
დომინიკ კამინგსის განცხადებით, პრემიერმა ეს კომენტარი საკუთარ კაბინეტში, გასული წლის 31 ოქტომბერს გააკეთა.
გასულ თვეს ლეიბორისტების ლიდერთან დაპირისპირებისას ბორის ჯონსონმა მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო.
წყარო: Independent
კომენტარები