59 წლის მსახიობმა, ჯორჯ კლუნიმ, 2013 წელს თავის 14 უახლოეს მეგობარს, მათ მიმართ გამოხატული მადლიერების ნიშნად, მილიონ-მილიონი დოლარი გადასცა.
“უბრალოდ, ვიფიქრე, რომ თუ ქუჩაში გავლისას ავტობუსი დამარტყამდა, ისინი ანდერძით მაინც გაინაწილებდნენ ჩემს ქონებას. ასე რომ, რა საჭირო იყო, ავტობუსის დარტყმას დავლოდებოდი?”, — ამბობს კლუნი.
კლუნის საუკეთესო მეგობარი და მსახიობის კუთვნილ ფირმა „Casamigos“–ის ბიზნესპარტნიორი, რენდი გერბერი, პირველი იყო, ვინც ამბის შესახებ მოჰყვა. მისი თქმით, ოსკაროსანმა მსახიობმა ყველა მეგობარი ვახშმად მიიწვია და თითოეულ მათგანს ჩემოდანი გადასცა. როგორც აღმოჩნდა, ჩემოდანში $1 მილიონი ნაღდი ფული იყო.
კლუნის თქმით, იმ დროისათვის მას ცოლი ან შვილები არ ჰყავდა და არ ეგონა, თუკი ოდესმე ოჯახი ექნებოდა.
“და მე ვიფიქრე, რაც ნამდვილად გამაჩნია, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ასე თუ ისე მეხმარებოდნენ. როცა სულიერად გატეხილი ვიყავი, მათ დივნებზე მეძინა. როცა არაფერი გამაჩნდა, ისინი მაძლევდნენ ფულს. ამ წლების განმავლობაში ისინიც მეხმარებოდნენ და მეც ვეხმარებოდი მათ… და ვთქვი, მათ გარეშე, ეს ყველაფერი არ მექნებოდა”.
საკუთარი პირადი ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, მსახიობი 2014 წელს ადვოკატ ამალ ალამუდინზე დაქორწინდა, 2017 წელს კი წყვილს ტყუპი — ალექსანდერი და ელა — შეეძინა.
კომენტარები