ხვალ, 7 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მ/რ-ს, II კვარტალის N10 კორპუსთან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებას და ასევე შემდგომში ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს შეზღუდვის არეალს შეამცირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 7 ივნისს, 21:00 საათიდან 8 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისანი-სამგორის რაიონში: ვარკეთილის IV მ/რ-ს III კვარტალს, ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხატვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, მუსხელიშვილის ქუჩებს და წულუკიძის III-IV შესახვევებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
კომენტარები