ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ მილანის Fation week-ის ფარგლებში დაგეგმილი ჩვენება გააუქმა და ახალი კოლექცია დამწრე აუდიტორიის გარეშე, ონლაინ რეჟიმში წარადგინა.
ამის მიზეზი იტალიაში მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება გახდა. მხოლოდ ჩრდილოეთ იტალიაში, მათ შორის მილანის მახლობლად კორონავირუსის 130-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.
„გადაწყვეტილება მიღებულია ყველა მოწვეული სტუმრის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა ხალმრავალ ადგილებში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის“, – აცხადებს არმანის წარმომადგენელი.
კომენტარები