ჯოზეფ ბორელი თბილისშია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას სწორედ დარჩიაშვილთან გამართავს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. დღეს საღამოს კი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
უკვე ხვალიდან კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება პრემიერ ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს.
ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ჯოზეფ ბორელი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.
კომენტარები