რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე განმასხვავებელი სიმბოლიკის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მას შემდეგ საუბრობს, რაც გუშინ, 24 მაისს სამოქალაქო აქტივისტს ლგბტ სამკლაურის გამო პროპუტინურმა სიძულვილის ჯგუფებმა აქციის დატოვება მოსთხოვეს და თქვა, რომ დიდი ჯვარით აღარ მიიღებს მონაწილეობას მსვლელობაში:
თბილისი მრავალეროვანი ქალაქია. დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩემთვის. ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მათ უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განსხვავებული ნიშანი ატაროს და ამით წარმოაჩინოს თავი. ძალიან გთხოვთ ყველას, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, ერთმანეთის სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ.
კომენტარები