ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
“ერთმანეთის სრული დეჰუმანიზაცია, სიძულვილის გაღვივება კაგებეს მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენში განსაკუთრებით მარჯვედ იყენებს. ოღონდ სათავეში მყოფებს არ უნდა დაავიწყდეთ უკვე ბევრჯერ ნანახი, რომ როცა სიძულვილი პიკს აღწევს, ცხელი ჰაერი ზევით კონცენტრირდება, რადგან ამ სიძულვილზე მთავარი პასუხისმგებელიც, ნებისმიერ შემთხვევაში “ზევით მყოფია” და ამ ტემპერატურისთვის ჯერ არცერთ მთავრობას არ გაუძლია, ხალხს ვერავინ ერევა. კაგებე კი ყველა მთავრობის შემცვლელს იოლად პოულობს, რუსეთი არავის ერთგული არაა, მისი მიზანი საქართველოს არასტაბილურობაა და არა მეფისნაცვლების დეფიციტი. არჩევნებამდე მისვლაც ამისთვისაა საჭირო, რომ კრემლმა უცებ და კოხტად ერთი მეორეთი კი არ ჩაანაცვლოს, არამედ შედგეს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი კოალიცია.”
კომენტარები