უკრაინაში მებრძოლი, ქართული ეროვნული ლეგიონის დამაარსებელი და მეთაური მამუკა მამულაშვილი, “კადიროველებს“ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში პიარის მოყვარულებს უწოდებს.
“ისინი მხოლოდ პიარს იკეთებენ და მოღალატეები არიან“,- აცხადებს მამუკა მამულაშვილი
“ლეგიონი ახლა სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში შედის და უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთით ფრონტის თითქმის მთელი ხაზის გასწვრივ არის განთავსებული. საკმარისი ვართ იმისთვის, რომ ფრონტის ხაზი მოვიცვათ“,- განაცხადა მამულაშვილმა.
ქართული ლეგიონის მეთაური განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროებსა და ოკუპანტების ჯარში მობილიზებულ თვითგამოცხადებული ფსევდორესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის არავითარი მენტალური სხვაობა არ არსებობს და არაფრით განსხვავდებიან მომზადების თვალსაზრისითაც.
კომენტარები