დავით გელაძე, ავრცელებს ვიდეოს, სადაც “ალტ–ინფოს” წარმომადგენელი, მარტინენკო საუბრობს და წერს:
“საბოლოოდ თქვეს, რომ საქართველოს “ჩეჩნეთის მოდელში” უნდათ ცხოვრება
ერთ მხარეს არის კადიროვიზაცია და ჩეჩნეთი, მეორე მხარეს არის ევროინტეგრაცია და თავისუფლება.
მგონი, ასეთი ცხადი არჩევანი არასდროს ყოფილა”
მარტინენკო:
ჩეჩნეთში მასშტაბიანი ომი იყო და უამრავი ხალხი მოკვდა. მერე კადიროვის მხარემ დაალაგა რუსეთთან და თანამშრომლობაში წავიდა რუსეთთან და ნუ, ვერ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მაგრამ შეინარჩუნეს თვითმყოფადობა, კულტურა, გამრავლდა რაოდენობრივად, იმაზე მეტი გახდა, ვიდრე მანამდე იყო, ქალაქები… უამრავი თანხები მოიზიდეს… სცადეს ომი, საკმაოდ ისე იომეს, თავგანწირულად, ძალიან მოინდომეს ეგ გზა, მიხვდნენ რაღაც მომენტში, რომ მაგ გზას აზრი არ ჰქონია და ეყოთ უნარი, რახან ამას აზრი არ ჰქონია, აქ კი არ გამოვარდეს ვიღაცეები და აბა, ჩექმა გინდაათ? კი არ დაიწყონ, რასაც აზრი აქვს, ამაზე გადავეწყოთ, მაგის უნარი ეყოთ და მაგის შესაბამისად, რაღაცა შეინარჩუნეს და ჩეჩნების ინტერესებიდან გამომდინარე, კადიროვი კარგი ფიგურაა, კადიროვმა გაუკეთა საქმე. ეს მაიმუნი ვიღაცეები რომ გამოდიან და მარტო რაღაცა ლოზუნგებს გაიძახიან, ეგრე საკითხის დაყენება, შეუძლია მხოლოდ უპასუხისმგებლო, საქონელ ადამიანს უნდა გაუსწორო თვალი რეალობას, რომელიც შენ ქვეყანას უდგას, ყველაზე საუკეთესო გზა, რომ შენი ქვეყანა მომავალში გადარჩეს, განვითარდეს და თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, მაგას უნდა გაყვე…”
შეგახსნებთ რომ ჩეჩნეთის ე.წ. მთავრობა და კადიროვებელი, რუსეთის ჯარის გვერდით დგანან რუსეთ–უკრაინის ომში, მათთან ერთად ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქებს და მათთან ერთად იღუპებიან უკრაინის მიწაზე. ჩეჩნების ის ნაწილი კი, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია კადიროვის და რუსული რეჟიმის გამო, უკრაინელთა მხარეს იბრძვის.
კომენტარები