რამზან კადიროვის თითქოსდა უკრაინაში ყოფნას ჩეჩენი ბლოგერი და კადიროვის მტრად გამოცხადებული ჰასან ჰალიტოვი ეხმაურება და ამბობს:
“არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ კადიროვი უკრაინაში იყო. მსგავსი ინფორმაცია არც ჩეჩნებს აქვთ. პესკოვმაც კი განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. რაზე უნდა ვისაუბროთ. შესაძლებელია, ის ბელარუსში იყო და სადღაც მინსკის ერთ-ერთ სარდაფში იჯდა. რამზან კადიროვი იაფფასიანი სპექტაკლების მოყვარულია.
გაიგეთ, რომ კადიროვს ვიწრო მსოფლმხედველობა და აზროვნება აქვს. ის სულელი და გაუნათლებელი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი იაფფასიანი გამოხტომებით უკრაინელ ერს შეაშინებს. გავიგე, რომ მის მოსაკლავად ქონება და ფული დააწესეს. ადამიანებო, კადიროვის თავი მაქსიმუმ 50 დოლარად შეფასდეს. მეტი არ ღირს.”
კომენტარები