თურქული სააგენტო, IHA, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ავრცელებს კადრებს ჩინეთის საავადმყოფოდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ. კადრები შანხი ფენიანგის საავადმყოფოშია გადაღებული.
ბოლო მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა 427 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აღემატება. მათგან 2788 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთს გარეთ კორონავირუსის 185 შემთხვევა დაფიქსირდა 20-მდე ქვეყანაში და აქედან მხოლოდ ფილიპინებში გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დღეს კი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩინეთის ადმინისტრაციულ რეგიონში, ჰონგ-კონგში.
გავრცელებული ინფორმაციით ჰონგ-კონგში გარდაცვლილი 39 წლის კაცი ერთი თვის წინ უხანში იყო გამგზავრებული.
კომენტარები