„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიასა და ,,ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს. კობახიძე ინტერვიუს ჭორაობას უწოდებს და ამბობს, რომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არც ღირს.
„არამგონია რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს ამ ინტერვიუზე. ეს იყო ორი ადამიანის ჭორაობა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ცნობილი კაგებეშნიკი. რუსულ რესურსს იყენებს ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ „მთავარი არხის“ დირექტრომა, ნიკა გვარამიამ ,,ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსთან ინტერვიუ ჩაწერა.
კომენტარები