დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„ზარზმის გამოთაყვანებულმა წინამძღვარმა ნიკოლოზმა გუმბათქვეშა ბურჯზე გამოსახულ კტიტორ სვიმონ გურიელის ფრესკას ჯერ იყო და წმ. გიორგის ხატი მიაჭედა, მერე არ ეყო და ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატი-კიოტი მიადგა და სრულად დაფარა ფრესკა, მარტო თავიღა უჩანს გურიელს. კაი ეს ნიკოლოზი კრეტინია და ჰგონია საქმეს აკეთებს, მისი მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ისიც კრეტინია?! ხომ ხედავს რაც ხდება ზარზმაში, მის ეპარქიაში?! დანარჩენ ფრესკებზეც (ეფთვიმე ქართლის კათალიკოსი, ბაგრატ მეფე, გიორგი ჩორჩანელი, ჯაყელები და სხვანი) ხედავთ სულ კარადები ააყუდა და დაფარა და ვინ იცის დააზიანა კიდეც!
ფრესკების ჩაკიოტება-მიკარადება არ ეყო ვანდალს, ტაძრის ულამაზესი თლილი ქვის ფასადები დახვრიტა და განათების პროჟექტორები მიაკრა, მერე ძეგლთა დაცვამ მოხსნა 2019 წელს. მაგრამ ეს კიოტები ვერ დაინახეს?! თუ მამაოვების მიდგმული კარადები ეროვნული საუნჯე გახდა?!:)))“


კომენტარები