„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიაში შექმნილი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. მისი განცხადებით, თბილისის მერობის არჩევნებს კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა, კახა კალაძემ და ნიკა მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, კანდიდატებს შორის, ხმები შემდეგნაირად განაწილდებოდა:
კახა კალაძე – 66.2%;
ნიკა მელია – 33.8%.
კვლევა მიმდინარე წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა და გამოიკითხა 3 446 რესპოდენტი. ფავორიტი პარტია 79.%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 2.2%-ია.
კომენტარები