საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
” სამწუხაროდ მე არ გავეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ქალქის ცენტრში მანქანების გადაადგილების შეზღუდვის მომხრეა, რადგანაც ჩემი პროფესიიდან გამომდნარე, გადაღებებზე მყოფი ძალიან ხშირად ჩავმდგარვარ უხერხულ და აბსლუტურად უმწეო მდგომარეობაში, ევროპის ძალიან ბევრ ქალაქში სადაც ასეთი აკრძალვებია. როცა კამერა, შტატივი, განათება, მიკროფონები და ასე შემდეგ აპარატურა ზურგით უნდა ათრიო ბევრი კილომეტრი.
თუმცა ყველა ჩემი და ჩემი კოლეგების თარგზე ვერ მოეწყობა და ძალიან ბევრი ადამიანი დიდ ქალაქებში ასეთი შეზრუდვების მომხრეა.
თბილისის მერმაც ასეთი ინიციატივა წამოაყენა დღეს მაგრამ, ერთი მაგრამაა აქ ძალიან საინტერესო, ძვირფას ქალაქის მერს იქნებ ის ადამიანები დაესახელებინა რომლებმაც რამოდენიმე ხნის წინ ზუსტად ეს ინიციატივა დაწერეს სამთავრობო ვებ გვრედზე?.. ყველაზე ცოტა ოთხ ასეთ ჩემს მეგობარს ვიცნობ და ძალიან კარგი იქნებოდა მართლა იმ ხალხის ინიციატივად გაგესაღებინათ ეს ყველაფერი ვინც თავდაპირველად წამოაყენა და არა თავისად.
ძალაინ მეწყონა სიმართლე რომ გითხრათ და აი სწორედ ამიტომ გაკრიტიკებთ ხოლმე და ამიტომ მინდა რომ, ევროპას დაემსგავსოთ, ზუსტად იმ ევროპას, სადაც ჩემი 10 წლის შვილის ინიციატივა “სკეიტბორდის პარკის” აშენებაზე, ქალაქის მერმა არა მარტო მიიღო და დაამტკიცა, არამედ საკუთარი ფეისბუკის და ტვიტერის გვერდზე დადო, აი ამ ბავშვმა მომაწოდა ეს იდეაო და როცა პარკის მშენებლობა დსრულდა დიდის ამბით მიიწვია მაქსიმა – გახსნაზე.
არა და ხომ შეეძლო საერთოდ არაფერში არ ეხსენებინა?
რა თქმა უნდა შეეძლო მაგრამ, ადამიანის და მისი იდეების დაფასების ამბავია, თუნდაც 10 წლის იყოს…ჩვენთან კი…?
ჩვენ სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანი ვერ გავხდებით ევროპა”
კომენტარები