თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქით“, მიმართვისას განაცხადა.
„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა, რომ კითხვის სახით დავსვათ ჩვენი იდეა. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათსა და კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილებისა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს იდეაა და ამას დასჭირდება დახვეწა. ბუნებრივია. თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ კიდეც, თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“
კომენტარები