“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა, ასე ეხმაურება:
“რა თქმა უნდა, გაყალბდა, იმიტომ, რომ უამრავი ოქმია, სადაც ბალანსი უბრალოდ არ ჯდება და პირდაპირ არის მინიშნება და მტკიცება ე.წ. სომხურ კარუსელზე და რაც მთავარია, იმ მცირე რაოდენობის ოლქებშიც კი, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და გახსნა, აღმოჩნდა უამრავი დარღვევა და ამის შემდეგ დაკეტეს სწორედ დანარჩენი უბნების გახსნის პროცესი.
კახა კუჭავა, სამწუხაროდ, ცრუობს, მე ვიცნობ ამ ადამიანს და ძალიან გული მწყდება, რომ ყოველი დღე უკან და უკან სვლას ვხედავ. ოპოზიცია არ ამბობს, რომ [გაყალბებას] ვერ დაამტკიცებს”
კომენტარები