პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი:
სამწუხაროა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სუს-ი სრულად გარდაიქმნა „ქართული ოცნების“ პარტიულ სამსახურად – „ქუს“-ად!
ოპოზიცია მიმართავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, რუსთავში, თბილისში თუ სხვა ქალაქში. გამოხატვის ფორმებს შორის შეიძლება იყოს მშვიდობიანი პროტესტი, დემონსტრაცია, მანიფესტაცია, პიკეტი და ა.შ. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21, „შეკრების თავისუფლება“).
გარდაუვალი რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა დაადგინოს სუს-ის (ქუს-ის) ხელმძღვანელების როლი 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების გაყალბების საქმეში!
კომენტარები