დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კახელ მევენახეებს მიმართავს:
“კახელებს ვთხოვ ერთს, როგორც ყოველთვის, ახლაც გამოიჩინონ სიდარბაისლე და გონიერება, გადადონ დიდი ქეიფები. მესმის, ამის გაკეთება ძნელია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. რთველი ჩაატარეთ კარგად და მერე იქეიფეთ, იქნებ მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყოს”.
კომენტარები